png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნატო-ს ცალსახა გზავნილია, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2021
  • 20:34
ნატო-ს ცალსახა გზავნილია, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე - ზალკალიანი

ნატო-ს კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები კომუნიკეში პირდაპირ მოუწდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ბორდერიზაცია და საქართველოს მოქლაქეთა გატაცება.

"ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი, შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროვება; ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე; ასევე, საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; მოკავშირეები მიესალმებიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას (the way Ahead for Georgia) და მოუწოდებენ ყველა მხარეს, სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული შეთანხმება“, – თქვა ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge