png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი გაყინა თავად საქართველომ - გიორგი კანდელაკი

  • პოლიტიკა
  • 15.06.2021
  • 14:58
ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი გაყინა თავად საქართველომ - გიორგი კანდელაკი

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი გაყინა თავად საქართველომ. ასეთია რეალობა და მდგომარეობის სხვაგვარად აღწერა იქნებოდა შეცდომა და თანაც, ძალიან სერიოზული, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს შესახებ.

"როგორც ჩანს ამ სამიტის კომუნიკედან, ნატოში გაწევრიანების კონტექსტში ამ სამიტიდან საქართველომ ვერ მიიღო ვერაფერი. აბსოლუტურად ვერაფერი. ჩვენში გავრცელებულია აზრი და საქართველოს მხარდამჭერებს შორისაც, რომ შეიძლება ისე ინტენსიურად არა, როგორც წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ საქართველო მაინც ცდილობს, წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე". – თქვა კანდელაკმა

მისი თქმით, ის, რომ ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგში დაყენებას გერმანიის პოზიციები უშლის ხელს, უკვე დიდი ხანია რეალობას აღარ ასახვს.

"სამწუხაროდ, დიდი ხანია მდგომარეობის ასეთი აღწერა რეალობას აღარ ასახავს. მართალია, გერმანიის დაყოლიება მართლაც რთული საკითხია, მაგრამ 2014 წლის შემდეგ, როცა დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინის ამბების გამო რუსეთის მიმართ შეიცვალა, ეს საკითხი ბევრად ნაკლებად რთული გახდა, ვიდრე ადრე". – ამბობს კანდელაკი

მისი თქმით, გერმანიის დაყოლიებისთვის საჭიროა საქართველოს მხრიდან აქტიური დიპლომატია და ძლიერი ლობირება ნატოს ყოველი სამიტის წინ, რაც მისი თქმით, დიდი ხანია აღარ ხდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge