png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სერიოზულად უნდა განვიხილოთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი - სენატორი შაჰინი

  • პოლიტიკა
  • 15.06.2021
  • 22:23
სერიოზულად უნდა განვიხილოთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი - სენატორი შაჰინი

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავჯმდომარე, ჯინ შაჰინი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, ამერიკულ გამოცემა USA Today-ში საავტორო წერილს აქვეყნებს, სადაც რუსეთის მიერ დემოკრატიისადმი თავდასხმასა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობს.

სენატორი ჯინ შაჰინი წერილში, რომელიც ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე გამოქვეყნდა, ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისა და დამოკრატიული ღირებულებების თავდასხმის პირველი მცდელობა რუსეთმა საქართველოში განახორციელა.

სენატორი ასევე საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას აღწერს და აღნიშნავს, რომ რუსული ძალები მუდმივად ცდილობენ ქართველების დაშინებას, აფერხებენ მათ წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე და განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას.

"პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გადადგა, რომელსაც მე ასევე ვეწვიე. ვნახე "ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი", რომლითაც მონიშნულია რუსეთისა და მისი ადგილობრივი ინტერესების გამტარების მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%. აქ რუსული ძალები ცდილობენ ქართველთა დაშინებას, რისთვისაც პერიოდულად ახორციელებენ მავთულხლართის გადაწევას და ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას გამყოფი ხაზზე, რითაც აბრკოლებენ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე. რუსები ასვე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენთვის - ამერიკელებისთვის ესოდენ ნაცნობია არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე“, - წერს სენატორი.

ამერიკელი სენატორი თავის წერილში უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს.

„პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ნატოში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატოს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით - არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს“, - წერს ჯინ შაჰინი.

სენატორი ასევე მოუწოდებს ამერიკის ადმინისტრაციას, გაზარდოს სამხედრო და დიპლომატიური აქტივობა რეგიონში, რადგან უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გარღმავება, ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს.ვ

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge