png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 18.06.2021
  • 20:04
მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით - პრემიერი

ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის.

„მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge