png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

  • ბიზნესი
  • 18.06.2021
  • 10:26
“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

2021 წელს  „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“  უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანიების, ბომაგისა (Bomag) და მარინის (Marini), ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. აღნიშნული ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს შესთავაზებს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს - როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებსა და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. აღსანიშნავია Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბებიც. კომპანია, დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით,  მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების  მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტურობით, რომელიც ხარისხისა და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” ასევე წარმოადგენს Marini-ს შვილობილ საწარმოს, Tekfalt-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ბრენდების პორტფოლიოს გაზრდით კომპანია ხელს შეუწყობს საგზაო-სამშენებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge