png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ცხოვრება გრძელდება. ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.07.2021
  • 17:41
ცხოვრება გრძელდება. ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად - ირაკლი ღარიბაშვილი

ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მითუმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე და როგორც მან აღნიშნა, ეს არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის, არც ხალხის და ქვეყნის ინტერესებში.

„რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ არასასიამოვნო და ძალადობრივ ფაქტებს, მე რა თქმა უნდა, საჯაროდ დავგმე ამის თაობაზე ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მითუმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში. ეს შეძლება იყოს, სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ უკვე დაიწყო ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინა ძალადობა. გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი და არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა.

„მე ჩემს წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ დ მივაღწევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო დიდ მიზანს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვართ დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა, ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. ის რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად, ყველა ადამიანი იქნება დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში - ევროპაში, ამერიკაში, ყველგან, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ასეც მოვიქცევით ჩვენ. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც ასევე სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს რა თქმა უნდა აღვასრულებთ. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge