png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა "ციხის კადრების" საქმეზე დამნაშავედ ცნო

  • პოლიტიკა
  • 08.07.2021
  • 14:46
სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა "ციხის კადრების" საქმეზე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. 2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა.

"თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა "დაბრალებოდა" პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნებას".

ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი - ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს - ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება.

2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი - ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნებისგან" გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.

2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეკვეთით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ","ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge