png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აიღეთ პასუხისმგებლობა და გადადექით - "თბილისი პრაიდი" ირაკლი ღარიბაშვილს

  • პოლიტიკა
  • 12.07.2021
  • 18:42
აიღეთ პასუხისმგებლობა და გადადექით - "თბილისი პრაიდი" ირაკლი ღარიბაშვილს

"თბილისი პრაიდი" ეხმიანება თბილისში მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მწუხარებას გამოხატავენ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

"თბილისი პრაიდი" განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა.

ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებასაც ეხმაურება, რომელსაც ჰომოფობიურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება პრემიერის მხრიდან თემის მიმართ ძალადობის მორიგი წახალისებაა.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია.

უმნიშვნელოვანესია, გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა. ჩვენ სისტემატურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, ვაფრთხილებდით დაანონსებული ძალადობის შესახებ, ვთხოვდით, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ თავიდან აგვერიდებინა 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში, შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!

5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისებს. მათი მთავარი სამიზნე სწორედ თბილისი პრაიდი და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია. სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების “სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ, წინა ფლანგზე იბრძოდნენ მედიის წარმომადგენლები, ისინი იცავდნენ ჩვენს უფლებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის სიძულვილის რეალური სახე ეჩვენებინათ. გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით მედიის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იბრძვის!

კვლავ მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა", - წერია განცხადებაში.

ასევე, თბილისი პრაიდის გუნდი მწუხარებას გამოხატავსტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და "ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა ადამიანს, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვისთვის უპირობო ბრძოლის სწამს, უსამძიმრებს".

"ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ!", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge