png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

  • სამართალი
  • 03.02.2016
  • 17:43
ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" სარჩელის განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი სულაკაძის საბოლოო განჩინების თანახმად, კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ფოთის საზღვაო ნავსადგურს კომპანია "ჯეესკოს" მიმართ ზარალის ანაზღაურებისათვის 27,850 მლნ ლარზე მეტი დაეკისრა, "პრომეტკო ჯორჯიას" მიმართ კი 21,600 მილიონ ლარზე მეტი. 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს კომპანია "ტრანსფორდის" ადვოკატიც, რომლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ კომპანია "ტრანსფორდს" "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ზიანის ანაზღაურება არ დააკისრა, სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან მოსამართლემ განიხილა საქმე, რომელიც ფოთის სასამართლოს უნდა განეხილა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვეკისრა, გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოსამართლემ ჩვენი კანონიერი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და უკანონო განჩინება გამოიტანა", - განაცხადა გივი პაპუაშვილმა.

სარჩელით კომპანიები: "ჯეესკო" და "პრომეტკო ჯორჯია" იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც კომპანიებს 2010 წელს ს.ს. "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ 25–წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიადგათ. მოსარჩელე მხარე ორივე კომპანიისთვის 70 მლნ ლარამდე თანხას ითხოვდა. 

მოპასუხე მხარეს "ფოთის საზღვაო ნავსადგური", კომპანია "ტრანსფორდი" და "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო" წარმოადგენდა. მოპასუხე მხარის ადვოკატები პროცესებზე აცხადებდნენ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში გამართული სასამართლო პროცესი წააგო, რომელიც "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ჩხარტიშვილისადმი კუთვნილების საკითხს განიხილავდა. შესაბამისად, ადვოკატების განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს არ გააჩნია არანაირი საფუძველი ამ კომპანიების ბენეფიციარი  იყოს. 

მოპასუხე მხარემ სასამართლო განხილვებისას არაერთხელ მოითხოვა მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილება, რადგან ადვოკატების განცხადებით, დაშვებული იყო არაერთი უხეში შეცდომა, გარდა ამისა, მოსამართლემ უარი თქვა კანონის აღსრულებაზე. კომპანია "ტრანსფორდის" ხელმძღვანელობამ მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ "სისხლის სამართლის კოდექსის" 381-ე მუხლის დარღვევის გამო მთავარ პროკურატურას მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს სააპელაციო სასამართლოში 14 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge