png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • პოლიტიკა
  • 19.07.2021
  • 17:11
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის, ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ასოცირების ტრიო“ არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია, ეს არის აშკარა გზავნილი, რომ ხვალვე რომ შევუერთდეთ ევროკავშირს, უკრაინა აცნობიერებს და კარგად ესმის, რა ამოცანებია შესასრულებელი. ჩვენ არ გვაშინებს ეს ამოცანები, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით კანონი მივიღეთ, სასამართლო სისტემის რეფორმა განვახორციელეთ და მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა, ამ საკითხებზე ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ და ანტიკორუფციული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არის პირობა, რომელიც დავდეთ. ეს კიდევ მეტ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე წარსულში მიგვიღწევია. ჩვენ უფრო ახლოს გვინდა, დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების პარტნიორობის სახელმწიფოები ევროკავშირში საკუთარ ადგილს იპოვიან.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს, არა მარტო სამ ქვეყანას ეხება, ზოგადად კონტინენტს ეხება ეს გამოწვევა. დღევანდელი კონფერენცია მომავალს ეხება და გვესმის ჩვენი ქვეყნის სათქმელი, ჩვენი ქვეყნის ხმა, ჩვენ ვართ თუ არა ევროპის მომავლის ნაწილი. ზოგიერთი ქვეყანა არის ამ გზაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ევროპული მისწრაფებებით არსებობს და ევროკავშირის 49-ე დირექტივის ფარგლებში ხდება ძალისხმევის განხორციელება, ამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწრაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში. დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, აღმოსავლეთ პარტნიორობით ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. ჩვენ სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება, სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ჩვენ ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ ევროკავშირის მხრიდან არსებობს ხედვა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ გზას ვიკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის სისტემაში ჩვენს ადგილს ვიპოვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge