png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.07.2021
  • 12:55
ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით - ირაკლი ღარიბაშვილი

შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ-კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი” შემოვიდა- ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია.

“თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს. ეკონომიკამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, გუშინ მაგალითად ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით. სავსეა ტურისტებით ბათუმი და ჩვენი ტურისტული ადგილები. აქედან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით: ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა გავიმეორო “დაკეტვა” და აშ.. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულებაც იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ ადამიანს სურს, მას შეუძლი ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება. მეორე საკითხი, ე.წ კომენდანტი- გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები. ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა 2 კვირის წინ, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვდის. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ წინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი”, ანუ, მილიონნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალქეებისთვის- აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების  ერთადერთი პრაქტიკული დაცვა. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩვენ 11000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20 000 -30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა, მეგობრებო. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს ძალიან საგანგაშოა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთის მხრივ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას- გთხოვთ აიცერით. მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაკეთება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge