png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„საქართველოს ფოსტამ“ შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი საპრივატიზაციოდ გაიტანა

  • ბიზნესი
  • 21.07.2021
  • 19:18
„საქართველოს ფოსტამ“ შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი საპრივატიზაციოდ გაიტანა

„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელი გახლავთ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია. კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ შემავალ ცალკეულ ბიზნეს მიმართულებებს შეეხება.

„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ “საქართველოს ფოსტის“ კომერციული მიმზიდველობა და ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, მოვიზიდოთ ისეთი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც სატერმინალო და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებების დახვეწაში, მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა სს „საქართველოს ფოსტის“  გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მისი თქმით, „საქართველოს ფოსტა“ მოქმედებს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, რომლის მიხედვითაც წამყვანი საერთაშორისო საფოსტო ოპერატორები ცალკეული ბიზნეს მიმართულებების მეტი კომერციალიზაციის მიზნით ახორციელებენ საკუთარი აქტივების ნაწილობრივ პრივატიზებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge