png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

  • ეკონომიკა
  • 10.08.2021
  • 11:36
საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

 საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების  მიღებას სთავაზობს.  გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკისგან მოითხოვონ შეღავათიანი აგროკრედიტი მათზე მორგებული პირობებით.  სუფსიდიის მაქსიმალური ვადა 48 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:  https://bit.ly/2XdipAO

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,   წავახალისოთ სექტორში დასაქმებული მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად იმ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას საჭიროებენ, თანადაფინანსების სქემას ვთავაზობთ. ეს გულისხმობს მათთვის შესაძლებლობის მიცემას, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ  საჭირო დაფინანსება.  მიღებული თანხით  კი შეიძინონ  ნებისმიერი ტექნიკა, იქნება ეს ტრაქტორი, გუთანი, თუ სხვა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება მათ დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge