png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ტერიტორიის გავლით ავღანეთიდან 2 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

  • პოლიტიკა
  • 26.08.2021
  • 21:06
საქართველოს ტერიტორიის გავლით ავღანეთიდან 2 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა აქტიურადაა ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის, კერძოდ, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში. ეს პროცესი კარგადაა ორგანიზებული და ზედმიწევნით გამართული მექანიზმით იმართება" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია, იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე, რომელიც საქართველომ, როგორც სატრანზიტო ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ავღანეთიდან წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში. მისი თქმით, ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე," თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იქნა გამოყენებული და ამისთვის საქართველომ ნატოელი პარტნიორების მხრიდან უდიდესი მადლიერება დაიმსახურა".

როგორც ზანკალიანმა კომენტარში განაცხადა, ავღანეთში მოვლენების დრამატული განვითრების ფონზე, საქართველო აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბოლო დღეების განმავლობაში 2000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

მისი თქმით, საქართველომ მიიღო პარტნიორებისა და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოფილიყო დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ და შემდგომში ეტაპობრივად მომხდარიყო მათი გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით.

„ეს იყო ყოველმხრივ ორგანიზებული პროცესი. სამხედრო თვითმფრინავებით ხდებოდა ევაკუირებული პირების თბილისში ჩამოყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ხვდებოდათ ლოგისტიკურად გამართული, მწყობრი მექანიზმი, სადაც ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინსიტრო, თავდაცვის სამინისტრო. მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხორცილდებოდა პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და  ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. თბილისში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხორციელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მხარდამჭერ და მადლიერების გზავნილებს. ეს სოლიდარობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდეს ნებისმიერ ჰუმანიტარულ კრიზისს.

„ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ავღანეთში, „საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ქართული ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. და ამ სიტუაციაშიც, როდესაც ჰუმანიტარულ კატასტროფა შეიქმნა, ჩვენც მყისიერი დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge