png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

  • პოლიტიკა
  • 27.08.2021
  • 19:47
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივის რესპუბლიკა, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.

„კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობებია:

წითელი ზონიდან ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;

„საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით); ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს შვიდი დღე მაინც.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson).

ვაქცინირებულმა პირებმა, ასევე, უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხილეთ შესავსები ფორმა.

წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში, ტესტის წარდგენისა და 10 დღიანი კარანტინის პირობით, საკუთარი ხარჯებით:

1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.

2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში, დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საზღვარგარეთ გამგზავრება მოხდა 2021 წლის 31 იანვრამდე ან მათი გამგზავრება გამოწვეული იყო გადაუდებელი საჭიროებიდან.

4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.

5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.

6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.

7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.

აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:

ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;

შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები. იხილეთ ფორმა.

შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ დაიცავს საფრანგეთში დადგენილ კარანტინისა და იზოლაციის პირობებს. იხილეთ ფორმა.

იზოლაცია /კარანტინი

წითელი ზონიდან შემოსული პირი ექვემდებარება 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.

საზღვარზე, ასევე, სავალდებულოა საფრანგეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საკარანტინო პირობებთან შესაბამისობას, საზღვრის კვეთისას შეამოწმოებს სპეციალური სამსახური და პირს ეცნობება გადაწყვეტილება კარანტინის აღნიშნულ მისამართზე გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge