აშშ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების დანიშნულების ადგილამდე ჩასვლაში დახმარებისათვის
- პოლიტიკა
- 03.09.2021
- 15:21
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს.