png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.09.2021
  • 12:58
"ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა - ღარიბაშვილი

რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა, ის, რომ ომი არ ჰქონია ქვეყანას და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მეგობრებო. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო  დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად. თუნდაც ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ათას დაუსაბუთებელ უსაფუძვლო ბრალს სდებენ ჩვენს  მთავრობას. რუსული ჯარი, უკვე ბოლო დანაყოფი,  2007 წელს გავიდა. დატოვა ბოლო ქვედანაყოფმა ჩვენი ტერიტორია, სულ რამდენიმე თვეში, იმ არასწორი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, იმის გამო, რომ ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რუსული  ჯარი დაბრუნდა  საქართველოში. ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც რა თქმა უნდა, არის გამოუსწორებელი შედეგი. დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც თავად სააკაშვილმა უწოდა "ქვების გროვა". მე ძალიან მაინტერესებს და მინდა, ყველა იმ ადამიანს შევხვდე და პირადად გავესაუბრო - როგორ შეიძლება ასეთ ძალას მხარი დაუჭიროს დღეს ადამიანმა, მოქალაქემ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ნაწილს უწოდა "ქვების  გროვა"  და შემოიყვანა და დააკანონებინა  ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ შორის ოპონენტებთან და მათ მხარდამჭერებთან იმისთვის, რომ ის განსაცდელი, რომელიც ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა, აღარასოდეს განმეორდეს.

„სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ, მეგობრებო. საჭირო არის მშვიდად, სტაბილურად, მტკიცედ ქვეყნის მართვა, განვითარება და მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა. მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი მთავარი საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge