png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მსოფლიოში ცნობილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 07.09.2021
  • 21:12
მსოფლიოში ცნობილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში - თაკო ჩარკვიანი

მსოფლიოში ცნობილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი მასშტაბი აქვს და იდიოტიზმი იქნება ამის არ გამოყენება.

სააკაშვილის დაბრუნება სულ ცოტა ენერგეტიკას მოიტანს. ხომ ხედავთ, როგორ აიწია "თამასა". ის ძალიან სერიოზული მასშტაბის პოლიტიკოსია. მე ვამბობ ამას, რომელიც მისი მმართველობის დროს ოპოზიციაში ვიყავი და სწორადაც ვიყავი, ამ სამართლებრივი რეფორმების არარსებობის გამო.

რთულია რეფორმების გაკეთება, როცა ახალ სახელმწიფოში, ახალგაზრდა კაცი ხარ, ჩაბნელებული ქვეყანა ჩაიბარე და რუსეთის უშიშროება სტრუქტურებში შემოსულია.

სააკაშვილს ძალიან დიდი მასშტაბი აქვს და დიდი იდიოტიზმი იქნება ამის არ გამოყენება. თუმცა ვიმეორებ მათთვის, ვისაც შიში აქვს, - ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი სრული ძალაუფლებით "მონსტრად" შეიძლება გადაიქცეს, ამ სასამართლო სისტემაში. ამიტომ არის მთელი დასავლეთი ამ ხელისუფლებას სთხოვს რეფორმას და ამ რეფორმას იმიტომ არ აკეთებენ, რომ არარეფორმირებული სასამართლო მათი დაცვაა, ცუდი სასამართლო მათ მიერ მოპარული მილიონების დაცვაა.

სრულიად გამორიცხულია არარეფორმირებულ სასამართლოს გაასამართლებინო რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი, როცა შენ რუსეთთან ომი გაქვს. ეს არის ისეთი ნონსენსი, რომ ასეთი შეცდომა ქართველებს არ უნდა მოგვივიდეს. სირცხვილია, რომ უკრაინამ არ დააჭერინა პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთი დევნის და შენ დააჭერინო პრეზიდენტი იმ ბრალდებებით, რომელიც პრაქტიკულად, მთელი ერთი წელი აქ იყო სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ.

არ მომხდარა მისი გასამართლება. ესეც დასაფიქრებელია, რატომ ვერ მოხდა, არ კი არა ვერ. ახლა, ვერ გაბედავს, თუ ჩვენ დავდგებით ღირსეულად. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მონსტრი დავამარცხეთ, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და რა გახდა ამათი აყირავება, როცა დღეს საკმაოდ შესუსტებული აქვს ძირი.

სააკაშვილი სრულიად მზად არის, რომ რეფორმირებული კოალიციური მთავრობით საქართველოში შემოვიდეს. მსოფლიოში ცნობილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში", - თქვა ჩარკვიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge