png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.09.2021
  • 16:41
როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა - ირაკლი ღარიბაშვილი

უყურეთ, როგორი ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და როგორ მუშაობს მათი პროპაგანდისტული მანქანა; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა - როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს.

„თუნდაც მათი განცხადებები, რომ რეფერენდუმია და რაღაც სასწაული ხდება, ამ დროს არაფერი ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერებს, რომელ რეფერენდუმზეა საერთოდ საუბარი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას" მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში, ასე, რომ არავის მივცემთ უფლებას, მილიონი ამომრჩევლის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან მშვიდად, მტკიცედ ჩავატარებთ არჩევნებს და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. 2024 წელს ჩატარდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. მანამდე, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და მიზანი ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge