png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.09.2021
  • 16:12
რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ძალიან სერიოზული გეგმებია, იგეგმება 1300 -მდე ახალი საწარმოს დაფინანსება, ყველა რეგიონის მიხედვით იქნება გადანაწილებული პროექტები და გრანტები.

„ასევე, ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვინაიდან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობაში არის მართლაც, მთავარი გასაღები ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და სიდუხჭირის და სიღარიბის დაძლევის. ინფრასტრუქტურა - 32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს, რეალურად ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, ძლიერი, თუ არ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის განათლების სისტემა. ჩვენ 170 სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ახლა ვგეგმავთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თუნდაც ამ რეგიონში, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღი დაფინანსდა, აღდგენა მოხდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge