png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეკლესია მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 14.09.2021
  • 22:26
 ეკლესია მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს - ნიკა მელია

დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები, - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაში.

მისი თქმით, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ

„ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის,  თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა.

დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმ სისასტიკისთვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანაში არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა. წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ მორწმუნე, რომელიც იგებს, რომ შესაძლოა მისი მოძღვარი კომპრომატებით გადაბირებული იყოს. აი ის მოძღვარი, რომელსაც გუშინ აღსარება ჩააბარა.

წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ, რა მძიმე შეგრძნებაა აღსარების საიდუმლოში ეჭვის შეტანა და იმაზე ფიქრი, რომ შენი ყველაზე დაფარული და ხელშეუხებელი სუსის არქივებში მოხვდა. მეგობრებო, მონღოლობის, თურქობის, არაბობის დროსაც კი - აღსარების საიდუმლოს ინახავდა სასულიერო პირი. არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობ თუ არა - როცა გესმის რა ხდება, ხვდები, რომ ამის იქით აღარაფერია - ესაა ბოლო წერტილი - კატასტროფის ბოლო ნიშანი. და დიახ, სასტიკად და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის ამ განსაცდელში ჩაგდებისთვის და მათი რწმენის შერყევის მცდელობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge