png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.09.2021
  • 15:48
მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული მტკიცებულებები ჰქონდა და ეს პროვოკაცია პირადად  სააკაშვილმა დააანონსა.

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ დგას მთელი ამ ფაბრიკაციების და ფალსიფიკაციების უკან, რაზეა საუბარი?! სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და ძალიან მძიმე პროვოკაციები დააანონსა, ალბათ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ვერ შეიკავა თავი და წინასწარ დააანონსა. არ გინახავთ ცნობილი კადრები?! აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს მას გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია პირადად  მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული მაგიტომ არის, რომ ძნელი იყოს დასკვნის გამოტანა. მით უმეტეს არჩევნებამდე ასეთი რაოდენობის, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას სჭირდება დრო.  ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა ოპოზიციას, იციან, რომ მარცხდებიან ყველგან და ეს რაღაც პრიმიტიული პროვოკაცია მოიგონეს. თუმცა ძალიან მძიმე პროვოკაციაა მთლიანად ჩვენი ეკლესიის, სახელმწიფოს და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა, ამას ხედავენ და არ უხარიათ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანები ვართ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge