png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.09.2021
  • 23:19
მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში - ღარიბაშვილი

ჩვენ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობას და ეკლესიას სრული თანხვედრა აქვთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყნის ბედს და მომავალს.
 
„ჩვენ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ბედს და მომავალს, ამ საკითხებზე სრული კოორდინაცია და ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს.
 
უწმინდესი პატრიარქი არის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. მე, როგორც მოქალაქე, დავსვამდი კითხვას - რომელი სახელმწიფოა სახელმწიფო და მთავრობა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს? მე ამიტომ ვამბობ, რომ გასარკვევია და იდენტიფიკაციაა მოსახდენი, ალბათობის თეორიით რომ გავყვეთ, ამ ჩანაწერებიდან რომელი იყო ლეგიტიმური, კანონიერი და რომელი არ იყო. მე გავეცანი საპატრიარქოს განცხადებასაც და იქაც ანალოგიურად არის, რომ ამდენი ტყუილ-მართალი არის ერთმანეთში არეული. აქედან შესაძლოა 2-3 პროცენტი იყოს რაღაც სიმართლე, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს და დაველოდოთ უსაფრთხოების სამსახურის და გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ აქ მთავარი მინდა ვთქვა - იციან რა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამხელა ზღვა მასალის ასეთ მოკლე დროში გარჩევა, გაფილტვრა დახარისხება და ამის შემდეგ ექსპერტიზა, შექმნეს აჟიოტაჟი, მცდელობა იყო, თორემ ვერაფერი ვერ შექმნეს, იმიტომ, რომ მოსახლეობა კარგად ხედავს მათ რეალურ მოტივაციას და მათ რეალურ მიზანს. მათ უნდოდათ, რომ შფოთი შემოეტანათ საზოგადოებაში - გახლეჩა, შუღლი და დაპირისპირება შემოეტანათ და წინასაარჩევნოდ წარმოეჩინათ, რომ რაღაც უბედურებას ვაკეთებთ. ამ დროს რას ვაკეთებთ - ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს. ყველა იმ უმნიშვნელოვანეს პირებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ როლს ატარებენ. აქედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული, თუ ვინმეს უსმენდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის ფარგლებში. უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ყავს ქვეყანას, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge