png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის დუმის არჩევნები არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

  • მსოფლიო
  • 20.09.2021
  • 21:45
რუსეთის დუმის არჩევნები არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს  რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გუშინ დასრულდა.

 „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები, რომელიც 17-19 სექტემბერს გაიმართა, მიმდინარეობდა ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს. - რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულმა კანონებმა „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტებისა“ და „არასასურველი ორგანიაციების“ შესახებ, სერიოზულად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებაში.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომლებსაც წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა პოლიტიკური მოღვაწეების მარგინალიზაციისაკენ, ასევე არ მისცა შესაძლებლობაა ეუთოსა და საპარლამენტო ასამბლეას დაკვირვებოდნენ არჩევნებს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სამართლიანი არჩევნების აუცილებელი გამჭვირვალობა“, -  ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

 „ეს ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური სამართლის საერთაშორისო პაკტს, ასევე მის ვალდებულებას ეუთოსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების შესახებ და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია. ამის გარდა, არ ვაღიარებთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარებას სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე და ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge