png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

  • ბიზნესი
  • 21.09.2021
  • 12:52
 ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს. 
ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის. 

სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა და ლამაზი ინტერიერის ახალ სტანდარტს დანერგავს. 

ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით - "ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე". 

გარემოზე ზრუნვა მსოფლიო ტრენდად იქცა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იცვლება დამოკიდებულებაც გარესამყაროს მიმართ. ვოლვოსა და მომავლის ლაბორატორიის ერთობლივ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, - მოდის მიმდევრები ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ ტანსაცმელს, დიზაინის მოყვარულებს სურთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა თავიანთი საცხოვრებელი სახლისათვის, - შედეგად დასკვნა ასეთია: ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული ბამბა, თეთრეული და აბრეშუმი, ყალიბდება, როგორც მომავლის, პრემიუმ ხარისხის მასალები. 

ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, - დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან. ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია. კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე.  
ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, - მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge