png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

  • პოლიტიკა
  • 21.09.2021
  • 21:00
რუსეთის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით, პარტია "ედინაია რასია" დუმაში 324 მანდატს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

"ედინაია რასიას" წარმომადგენლებმა სახელმწიფო სათათბიროში პროპორციული სიის მიხედვით 126 ადგილი დაიკავეს. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან პარტიამ 198 მანდატი მოიპოვა.

კომუნისტურმა პარტიამ მიიღო 57 სადეპუტატო მანდატი.

სახელმწიფო სათათბიროში წარმომადგენლობისთის საჭირო 5%-იანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა:

"ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ" - 21 მანდატი;

"სამართლიანმა რუსეთმა" - 27 მანდატი;

"ახალი ხალხი" - 13 მანდატი;

არჩევენების საბოლოოს შედეგები 24 სექტემბერს გამოცხადდება.

დუმის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. რუსეთის ტერიტორიაზე 108 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო საზღვარგარეთ 2 მილიონზე მეტი.

ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებების ფონზე წარიმართა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეობი, სადაც ასახულია, თუ როგორ ყრიან საარჩევნო ურნებში სხვადასხვა პირები ბიულეტენებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის დუმის არჩევნები არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს.

ცოტა ხნით ადრე, რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ "ექსტრემისტული ორგანიზაციის" წევრებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, შესაბამისად მას და მასთან კავშირში მყოფ ყველა პირს უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ მკვეთრად შეზღუდა საპარლამენტო არჩევნებზე უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების წევრთა რაოდენობა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირს მხოლოდ 60 დამკვირვებლის წარგზავნის უფლება მიეცა, რის გამოც ორგანიზაციამ საერთოდ უარი თქვა რუსეთში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაზე.

რუსეთის საარჩევნო სისტემა შერეულია - პროპორციულ-მაჟორიტარული. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა, სახელმწიფო დუმა 450 წევრისგან შედგება. მათგან ნახევარი, 225 პარტიული სიით აირჩევა, დარჩენილი 225 კი ერთმანდატიანი ოლქებიდან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge