png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნურავის ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 23.09.2021
  • 22:24
ნურავის ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს - ნიკა მელია

2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველანი ვწერთ ყველანი ისტორიას 2 ოქტომბერს. ვერც ერთი მოძალადე, ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, მმართველ გუნდს შიში მარცხისგან ვერ იხსნის და ის, როგორც რეჟიმი უკვე დამარცხებულია.

"არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ არც ერთ დღეს, არც ერთი წუთით და წამით შევეგუო უსამართლობას. მე პირველივე დღიდანვე მახსოვს 2014 წელს რატომ ჩავერთე პოლიტიკურ პროცესში და რა იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვუყურო მოძალადეებს როგორც ბოგინობენ. ჩემი მიზნი არის, რომ ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან გავათავისუფლო.

ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებშიც კი, მოსწონდეთ, რასაც აკეთებს „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი სუს-ი. ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში ჩამდგარ ადამიანებსაც კი მოსწონდეთ, როდესაც იციან, რომ ყველას, ბავშვს, მოზრდილს, სასულიერო პირს, დიპლომატს უსმენენ და „ქართული ოცნების“ პასუხი არის უტიფრობა, რომ ეს ასე არ ხდება.

დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება, დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერც ერთ მართალ ადამიანს კრიმინალებითა და ზონდერებით ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან. რატომ იცით? რადგან ვართ მართლები და მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით სიმართლეა ჩვენს მხარეს.

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი და პატიოსანი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე, ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ, ყველანი ვწერთ ისტორიას 2 ოქტომბერს. გამხნევდით, ვერც ერთ მოძალადე, კრიმინალი, პროვოკატორი ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან. ვერც ერთი მოქნეული ხანჯალი და ვერც ერთი მოქნეული დანა, ამ სახელმწიფოს არსებობას ვერ შეაწყვეტინებს", - განაცხადა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge