png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ეუთოს მუდმივ საბჭოზე დაგმეს

  • პოლიტიკა
  • 24.09.2021
  • 17:11
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ეუთოს მუდმივ საბჭოზე დაგმეს

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ეუთოს მუდმივ საბჭოზე დაგმეს.

23 სექტემბერს, ეუთოს მუდმივ საბჭოზე რუსეთში ჩატარებული არჩევნების განხილვისას, პარტნიორმა სახელმწიფოებმა გააკეთეს დამგმობი განცხადებები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არჩევნების გამართვის თაობაზე.

17-19 სექტემბერს რუსეთში ჩატარებული არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადება ევროკავშირის დელეგაციამ გააკეთა, რასაც საქართველოს დელეგაციის მხრიდან მოჰყვა დაგმობითი კომენტარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. თავიანთ განცხადებებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარების საკითხი ახსენეს აშშ-ის, ბრიტანეთის, მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციებმაც.

აშშ-ის დელეგაციის გამოსვლაში ითქვა, რომ ის გმობს "რუსეთის გადაწყვეტილებას, მოეწყო კენჭისყრა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე ამ მთავრობების თანხმობის გარეშე და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი".

ასევე, ეუთოს მუდმივ საბჭოზე აშშ-ის დელეგაციის გამოსვლას ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი, რომელიც წერს: "შეერთებული შტატები სწუხს რუსეთის რეპრესიული ქმედებების გამო, რომლებმაც შეაფერხა დუმის არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა და ჩვენ ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე, მათი თანხმობის გარეშე".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge