png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.09.2021
  • 13:09
საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ - ღარიბაშვილი

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში.

„ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობა ჩვენს ოპონენტებს სურთ.

ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტით, საარჩევნო კამპანია. ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი გამონაკლისი იყო, ძალიან სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და მე ამის თაობაზე საჯაროდაც განვაცხადე და გავავრცელე განცხადება. დმანისის მოვლენების თაობაზე მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან იყო ეს პროვოცირებული და დაგეგმილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალადობას და ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და ამის თაობაზე ჩვენმა პარტიის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ამიტომ, ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად, ძალიან მტკიცედ უნდა ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები.

დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებული არის პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge