png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით "კორუფციის კონტროლის" მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.09.2021
  • 13:40
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით "კორუფციის კონტროლის" მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით "კორუფციის კონტროლის" მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 14-ე პოზიციაზე მოხვდა.

"მინდა იმ ინფორმაციით დავიწყო, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს და მე მინდა ამის თაობაზე ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს „კორუფციის კონტროლის" და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელს მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, "კორუფციის კონტროლის" მიხედვით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.

შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე იყო. ბუნებრივია, ევროპის საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება.

ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ კორუფციის კონტროლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს -ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.

ასევე, საქართველოს უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები, როგორიც არის ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.

ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „კორუფციის კონტროლით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს.

რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას-მინდა გითხრათ, რომ Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

ასევე გეტყვით, რომ The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 14-ე პოზიციაზე მოხვდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge