png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.09.2021
  • 10:36
ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია - ირაკლი ღარიბაშვილი

ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მისი კვლევითი ორგანიზაციები ბოლო 7 არჩევნებზე Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ და ამით ცდილობდნენ  საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  Edison Research-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც ტყუილია და “ქართული ოცნება”
დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

“მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, თუ ვინ აკეთებს ამ კვლევას. ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. მე მოსახლეობას შევახსენებ, რომ ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის, არაერთგზის იყო მხილებული ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან გაყალბების უმძიმეს ფაქტებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხი ცხადია, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მით უმეტეს, ბოლო 7 არჩევნებზე, ყოველთვის, Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ თარხნიშვილის კვლევითი ორგანიზაციები და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას. რა თქმა უნდა, არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი. შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამას ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ეს სიცრუე და მანიპულაციები დასრულდება 2 ოქტომბერს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge