png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 30.09.2021
  • 13:48
საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ბანკი Bank-as-a-Service მიმართულების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა ბიზნესისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით პლატფორმა api.bog.ge შექმნა, სადაც ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომელთა ინტეგრაციაც ციფრულ ბიზნესებს სჭირდებათ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://bit.ly/3kSboP6

API პროდუქტების ინტეგრაცია ციფრულ ბიზნესებს მოამარაგებს საჭირო ფინანსური სერვისებით, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის ონლაინ მომსახურებას. (API პროგრამული შუამავალია, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა სერვისის, საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებაში ეხმარება) მეორეს მხრივ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ ბანკის სერვისებით, ინტერნეტ და მობილბანკს გარეთ, სასურველ ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში.

აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში.

პლატფორმას განვითარების შემდეგ ეტაპებზე თითოეული სერვისის მართვისა და ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატება. გარდა ამისა, სწორედ api.bog.ge-ზე განთავსდება სამომავლოდ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ყველა API პროდუქტი.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბანკის სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მომხმარებელს დავახვედროთ სწორ დროსა და ადგილას. ამის შესაძლებლობას გვაძლევენ ჩვენი ის პარტნიორები, რომლებიც ბანკის ფინანსურ სერვისებს იყენებენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებში. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა მომხმარებელს არსებული API სერვისები ერთ სივრცეში შესთავაზა. სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი API სერვისის დანერგვას, რის შედეგადაც მომხმარებლები უკვე სრულყოფილი API Marketplace-ით შეძლებენ სარგებლობას. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული სერვისების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაციით არაერთი ბიზნესი შეძლებს უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge