png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„მაგთიკომი“ წერილობით გააფრთხილეს, ხოლო „ბილაინი“ და „ჯეოსელი“ 30 000 ლარით დააჯარიმეს

  • ეკონომიკა
  • 28.09.2015
  • 13:06
„მაგთიკომი“ წერილობით გააფრთხილეს, ხოლო „ბილაინი“ და  „ჯეოსელი“ 30 000 ლარით დააჯარიმეს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,მაგთიკომი” ბოლო მომხმარებელთან (აბონენტებთან) სათანადოდ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „მობიტელი“ (ბილაინი) და შპს „ჯეოსელი“ 30 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ იქნა მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ ე.წ. „დილერებისგან“ სააბონენტო სიმ-ბარათების საკონტროლო შესყიდვები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“ და „მობიტელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მაგთიკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  ანალოგიური დარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა. რაც შეეხება შპს „მობიტელს“ და შპს „ჯეოსელს“, დენადი ხასიათის დარღვევის გამო, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრათ ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge