png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი: ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს ნატოში წევრობაა

  • თავდაცვა
  • 08.02.2016
  • 14:02
თინათინ ხიდაშელი: ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს ნატოში წევრობაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში „მოამბის“ კითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის ჩართვა ძირითადად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო.

„საქართველოს ამოცანა და მიზანი არ არის MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა). ჩვენ, ქართული სახელმწიფო არ ვითხოვთ MAP-ს და არ ვსაუბრობთ MAP-ზე. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ეს არის წევრობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

გადაცემის წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაბლოკვას შეეხო, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პასუხი შვედეთისა და ფინეთის მაგალითით გასცა. „ხვალ შვედეთმა და ფინეთმა, სადაც საუბრებია დაწყებული, რომ გადაწყვიტოს ნატოს წევრობა, ფიქრობთ, რომ მას ჯერ MAP-ს შესთავაზებენ და შემდეგ წევრად მიიღებენ? პირველ რიგში ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. არსებობს რეალობები. ეს რეალობები იცვლება იმის მიხედვით, როგორც იცვლება გარემო. შვედეთთან და ფინეთთან მიმართებაში იმიტომ არის განსხვავებული რეალობა, რომ გარემოა განსხვავებული. ჯეიმს აპატურაიმ ძალიან გასაგებად, ნათლად, დამარცვლით თქვა საკუთარ ინტერვიუში, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შესაბამისადო. ამიტომ, ნუ გამოვეკიდებით ფანტომებს, ნუ გამოვეკიდებით იმას, რაც არ არის ქვეყნის ამოცანა. არ არის ჩვენი ოცნება და ამოცანა MAP-ის მიღება. ჩვენ დღეს უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ხვალ, როდესაც გაიხსნება ეს ფანჯარა და აუცილებლად გაიხსნება ეს ფანჯარა საქართველოსთან მიმართებაში, ზუსტად ისე, როგორც გაიხსნა ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან მიმართებაში, ასევე გაიხსნება საქართველოსთან მიმართებაში. კარს არავინ გაგვიღებს, რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, მაგრამ ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ქართულმა სახელმწიფომ, ერთის მხრივ და პარტნიორებმა მხარდაჭერის ფარგლების, პარამეტრების, შესაძლებლობების გაზრდაში დახმარების თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ წამს, როდესაც გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, საქართველო მზად იყოს ამ ფანჯარაში შესასვლელად,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge