png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი გუდაურში

  • თავდაცვა
  • 08.02.2016
  • 14:04
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი გუდაურში

გუდაურში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) მიმდინარე კურსის მთავარ მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიერ თოვლიან რელიეფზე სამთო ტექნიკის დახვეწა და ინსტრუქტორის დონეზე გადმოცემა წარმოადგენს.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თურქეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილმა სამხედროებმა სწავლება თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გაიარეს. კურსის ფარგლებში მათ ისეთი ამოცანები შეასრულეს, როგორიცაა გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც მოუწიათ.

კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. მათ ასევე მიეცემათ ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის, მაიორ ივანე ცხადაძის თქმით, კურსზე მიღებული ცოდნა სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას მისცემს გადალახონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაღალი მთები, საჭიროების შემთხვევაში მოაწყონ თავშესაფრები და თავი გაართვან მათზე დაკისრებულ ამოცანას.

როგორც კურსში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს, მათ სწავლების დროს სამთო ტექნიკა დახვეწეს, მიღებული ცოდნა კი საკუთარ ქვედანაყოფებში გამოადგებათ. „თურქეთის შეიარაღებული ძალების სამთო ქვედანაყოფში ვმსახურობ. ის სამთო უნარ-ჩვევები, რაც აქ შევისწავლე ჩემს ქვეყანაში გამომადგება. ამ კურსმა ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა,“ - განაცხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამთო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურემ, მთავარმა სერჟანტმა ბულატ ზენგინმა.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიმართა, სადაც სამხედროებმა მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკა დახვეწეს. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება მოუხდათ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 12 თებერვალს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge