png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯანმო-მ მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

  • მსოფლიო
  • 07.10.2021
  • 22:43
ჯანმო-მ მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკის ქვეყნებში დაამტკიცა ბავშვებში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა RTS,S.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ წარმატებული ცდების შემდეგ აფრიკის სამ ქვეყანაში ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის მზად არის.

 „ჩემი სამედიცინო კარიერა მალარიის შესწავლით დავიწყე. მას შემდეგ ვოცნებობდი, რომ მსოფლიოს მიეღო ვაქცინა ამ უძველესი და საშინელი დაავადების წინააღმდეგ. დღეს, ეს ისტორიული დღეც დადგა“, - თქვა გებრეისუსმა.

მალარიას იწვევს პარაზიტული მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანის ორგანიმში მოხვედრისთანავე შლის სისხლის უჯრედებს. დღემდე მალარიასთან ბრძოლისთვის გამოიყენებოდა ფარმაცევტული საშუალებები, რომელიც კლავდა პარაზიტებს, ასევე მწერების საწინააღმდეგო ბადეები, რომელიც იცავდა ადამიანებს მალარიის გადამტანი კოღოების ნაკბენისგან და ინსექტიციდები.

ეს ღონისძიებები ამცირებდა მალარიით დაავადებულთა რაოდენობას, მაგრამ ბოლო დროს აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ერითრეასა და სუდანში, დაავადებულთა რიცხვმა ისევ მოიმატა. 2019 წელს მალარიისგან გარდაიცვალა 409 ათასი ადამიანი, მათ შორის 270 ათასზე მეტი 5 წლამდე ბავშვი. გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა ტროპიკული აფრიკის ქვეყნებზე მოდის.

დამტკიცებული ვაქცინა RTS,S, რომელიც ასევე ცნობილია Mоsquirix-ის სახელწოდებით, შეიმუშავა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა (GSK). ცდები ჩატარდა განაში, კენიასა და მალავში, სადაც ვაქცინა მიიღო 800 ათასზე მეტმა ბავშვმა.

თუმცა მისი ეფექტიანობა მაღალი არ იყო: ვაქცინა აჩერებდა დაავადებას ბავშვთა 39 პროცენტში და მხოლოდ შემთხვევათა 29 პროცენტი დაიცვა მალარიის მძიმე ფორმისგან.

ჯანმო რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გამოყენებული იქნას იმ შემთხვევებში, როდესაც მისი ეფექტიანობა 75 პროცენტს აღემატება.

თუმცა, აგვისტოში, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინისა და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთობლივი მიღება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევების რაოდენობას 70 პროცენტით ამცირებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge