png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 18.10.2021
  • 18:45
გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა - ნათია თურნავა

„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ელექტროენერგიის მოხმარების მატებასაც ნიშნავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენივე საკუთარი წყაროებით იფარებოდეს - ადგილობრივი ბიზნესი და მოსახლეობა მოიხმარდეს არა იმპორტირებულ ელექტროენერგიას, არამედ ადგილზე წარმოებულს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მაღალი გაჯანსაღების ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2021 წლისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მოელის.

მოსალოდნელზე პოზიტიური ტენდენციების ფონზე, სარეიტინგო კომპანიებმა: Fitch-მა, S&P-მ და Moody’s-მაც გაზარდეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაბამისად 7.8%, 7.5% და 7.3%-მდე. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკმაც მნიშვნელოვნად გაზარდა 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge