png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

  • ეკონომიკა
  • 21.10.2021
  • 11:19
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და  მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“  ახალ მიმართულებას ავითარებს.  

განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია  წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა.

„მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა ნდობა და ხელი შეგვიწყო, წამოგვეწყო ახალი მიმართულებით საქმიანობა. ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა  საათში 60 კუბია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. აქტიურად ჩავერთვებით  ქარელის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე  შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებში, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა,  არჩილ წიწვიანიძემ.

„სასიამოვნოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში ბიზნესების გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში გააძლიეროს და გააჯანსაღოს ქვეყნის ეკონომიკა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge