png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბაიდენი ამბობს, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს

  • მსოფლიო
  • 22.10.2021
  • 14:22
ბაიდენი ამბობს, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიცვას ტაივანი, თუ მას ჩინეთი თავს დაესხმება.  

ბალტიმორში CNN-ს მიერ ორგანიზებულ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტს ჰკითხეს დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ამის გაკეთების ვალდებულება გვაქვს“.

ბაიდენმა ანალოგიური განცხადება წარსულშიც გააკეთა, იმ დროს, როცა თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ადრინდელი პოლიტიკა კუნძულის მიმართ არ შეცვლილა.

აშშ ტაივანს უზრუნველყოფს თავდაცვითი შეიარაღებით, მაგრამ განზრახ თავს არიდებს ერთმნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირებას, გამოიყენებს თუ არა მას სამხედრო ინტერვენციისათვის ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.

 „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ შესაბამისად აშშ აღიარებს ჩინეთის პრეტენზიებს ტაივანის სუვერენიტეტზე.

ბოლო კვირებში პეკინმა ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის ანტისაჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინმა გაურდაუვალი უწოდა ჩინეთისა და ტაივანის „გაერთიანებას“.

ბაიდენმა თქვა, რომ მას არ აქვს შიში ჩინეთთან განზრახ სამხედრო კონფლიქტის დაწყებისა, თუმცა აღნიშნა, რომ  აღელვებს უნებლიე ესკალაციის რისკი.

 „ჩინეთმა, რუსეთმა და დანარჩენმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს მსოფლიო ისტორიაში. არ უნდა ვიღელვოთ იმაზე, გაძლიერდება თუ არა ის უფრო მეტად“, - თქვა მან.

ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინთან ურთიერთობებზე საუბრისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაჩაღებაში.

 „სი ცზინპინთან საუბარს იმაზე მეტი დრო დავუთმე, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მსოფლიო ლიდერმა, აი, რატომ ამბობენ ადამიანები, რომ ბაიდენს სურს ახალი ცივი ომის დაწყება ჩინეთთან. მე არ მსურს ცივი ომი ჩინეთთან. მინდა ჩინეთმა გაიგოს, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას და ჩვენი შეხედულებების შეცვლას“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge