png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 29.10.2021
  • 22:08
ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია - რატი ბრეგაძე

„ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია“, – იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯავრდებულის/ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზები მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ამაზე პროგნოზები უნდა გააკეთონ ექიმებმა და პროფესიონალებმა, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ რომ მან მიატოვა მკურნალობა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში... კონსილიუმის ბოლო დასკვნების საფუძველზე, ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მინისტრმა განმარტა, რომ მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად არის დაცული; მას მიეწოდება ინფორმაცია შიმშილობის მავნე შედეგების შესახებ და სისტემატურად ხდება მისთვის საკვების შეთავაზება.

„თუ საჭირო გახდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამ მიზნით მორიგეობს რეანიმობილი; ასევე, შენობაში მუდმივად მორიგეობენ რეანიმობილის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში... მიტანილია შესაბამისი აპარატურა“, –  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ პირველადი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის ეს დახმარება აღმოჩენლი იქნება  ადგილზე: „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს იმისათვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური“.





გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge