png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გახდება თუ არა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია გლობალური დათბობის შეჩერების ბოლო შანსი

  • მსოფლიო
  • 31.10.2021
  • 18:19
გახდება თუ არა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია გლობალური დათბობის შეჩერების ბოლო შანსი

გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია, რომელიც 31 ოქტომბერს გლაზგოში გაიხსნა, როგორც ექსპერტები ვარაუდოებენ, მსოფლიო სამრეწველო სახელმწიფოებისთვის, შესაძლოა ბოლო შანსი გახდეს შეათანხმოს ღონისიებები, რომლებიც პლანეტაზე გლობალური დათბობის პროცესს შეაჩერებენ.

გლობალური დათბობის შედეგები - წყალდიდობა, გვალვა, სურსათის ნაკლებობა შესამჩნევია არამხოლოდ განვითარებად, არამედ მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებშიც. ექსპერტების პროგნოზით, ამ ფონზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ამ სფეროში 2015 წელს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შემდეგ.

პარიზის შეთანხმების მიზანს წარმოადგენდა არ დაეშვათ 21-ე საუკუნეში პლანეტაზე  საშუალო ტემპერატურის ორ ან უკეთეს შემთხვევაში ერთნახევარ გრადუსზე მეტად გაზრდა. პოლიტიკოსებისა და ეკოლოგების კონსენსუსის თანახმად, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ზღვარს, რომლის იქითაც კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, აღმოჩნდეს შეუქცევადი პროცესი ყველა ადამიანურ და ბუნებრივ ეკოსისტემაზე.

პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შედეგად მისი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში განაახლებდნენ თავიანთ გეგმებს სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით.

თუმცა კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაირკვა, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დროულად არ გამოაქვეყნეს (2021 წლის 31 ივლისამდე) თავიანთი ეროვნული კლიმატის მიზნები.

ამ ფონზე დიდმა ბრიტანეთმა იტალიასთან ერთად მოითხოვა, რომ მონაწილე ქვეყნებს წარმოედგინათ განახლებული გეგმები, ასევე შეემუშავებინათ კონკრეტული შეთანხმებები კლიმატური მიზნების მიაღწევად. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა გააფორმონ კონკრეტული შეთანხმებები „ქვანახშირზე, ავტომობილებზე, ფინანსურ სახსრებსა და ხე-ტყეზე“.

ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ყველაზე მეტ რაოდენობას წარმოქმნიან, მათ შორის აშშ-მა და ჩინეთმა, უკვე დადეს პირობა, რომ საუკუნის შუა პერიოდში კლიმატურად ნეიტრალურები გახდებიან.

სათბურის გაზების გამონაბოლქვის ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის მდიდარ, განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებზე. ამასთან დაკავშირებიით, გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე მთავარი თემა იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხი ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებების შედეგებისგან.

გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოლაპარაკებები 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, არამედ მეცნიერები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge