png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, შეუძლია დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი - ანა დოლიძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2021
  • 12:06
 იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, შეუძლია დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი - ანა დოლიძე

იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, აქვს საშუალება, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 ანა დოლიძის თქმით, კანონმდებლობა ოპოზიციონერ კანდიდატებს აძლევს საშუალებას, საკრებულოების უფლებამოსილების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყონ მერის გადაყენების პროცედურები.

მისივე განცხადებით, სწორედ ეს მიიყვანს ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე.
„ჩვენ ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ სახალხო იმპიჩმენტს. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, აქვს საშუალება, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ეს რაიონებია: ბათუმი რუსთავი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ სენაკი.

ასევე, თუ საკრებულო ამას არ გააკეთებს, მოსახლეობის 20 პროცენტს აქვს საშუალება, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება მისცემს სიგნალს ხელისუფლებას და ჩვენ საერთაშორისი თანამეგობრობას, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების მორიგჯერ ღიად მოპარვა მიუღებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი და ვითარება მომწიფებულია ვადამდელი არჩევნებისთვის. სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, არის საშუალება, ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ დროა, გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge