png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა როდესაც თქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, რადგან მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება, ახლა მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს - ნატო ჩხეიძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2021
  • 18:07
პრეზიდენტმა როდესაც თქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, რადგან მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება, ახლა მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს - ნატო ჩხეიძე

საქართველოს პრეზიდენტმა როდესაც თქვა, რომ არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს, არა და არასოდეს, რადგან კარგად მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნებ, ახლა მან მიხეილ სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ „მთავარის“ ეთერში.

"მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. როდესაც მან თქვა, რომ არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ისიც მგონია, რომ ახლა ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს და მის ხელში იყოს სააკაშვილის შეწყალების ბერკეტები, აუცილებლად შეიწყალებდა ირინა ენუქიძე სააკაშვილს და მერე შეიძლება გიული ალსანიასთანაც მისულიყო კიდეც. ჩვენი ქვეყანა ვეფხვისა და მოყმის ბალადიდან მოდის, სხვათა შორის არ მთავრდება ოლღა გურამიშვილით, ეს გრძელდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისი თქმით, ვითარების განმუხტვას შეუწყობს ხელს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„მის პიროვნებას და მის პრეზიდენტობას თუ შევხედავთ, ეს მისი მხრიდან იქნება გმირული ნაბიჯი, მაღალი თანამდებობის ადამიანებს ამის უფლება იმიტომ აქვთ, რომ გმირული ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.




გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge