png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მე ვარ უკლებლივ ყველას მერი - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 03.11.2021
  • 13:47
მე ვარ უკლებლივ ყველას მერი - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან დაიწყო.

„მინდა, ჩვენი მთავრობის სხდომა მადლობით დავიწყო. მადლიერების სიტყვები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს - იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, გვგულშემატკივრობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო სხვა პარტიის მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოსწონთ ის კარგი საქმეები, რასაც ჩვენ დედაქალაქში ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ისინიც თავიანთი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით ამ ქალაქში ცხოვრობენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც 2017 წლიდან დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ თბილისი უფრო მოწესრიგებულ და ჯანსაღ ქალაქად იქცეს, ბევრი შრომაა საჭირო.

„ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად გავხადოთ თბილისი ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, ყველა თაობის ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა.

„მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინო. რაც შეეხება გუნდს, ჩემი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანებით და ეს ჩვენ 2017 წლიდან დავამტკიცეთ. ძალიან აქტიური ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება კონკრეტული ქუჩების, რაიონებისა და უბნების მიხედვით, მალე დაინახავს, თუ რაზე ვსაუბრობდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge