png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან, ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება - ზურაბ გურული სააკაშვილს

  • კომენტარები
  • 05.11.2021
  • 12:29
გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან, ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება - ზურაბ გურული სააკაშვილს

 შეერთებული შტატებში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართავს.

"ბატონო პრეზიდენტო,

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევდექით სახელმწიფოდ და საზოგადოებად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ფატალური შეცდომებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. ისევ გავამასხრეთ დემოკრატიის ბაზისური პრინციპები. ისევ შევილახეთ ეროვნული თავმოყვარეობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ვაჩვენეთ, რომ ადამიანური დიდსულოვნებისაგანაც დავცლილვართ და დიპლომატიისა და პოლიტიკის ელემენტარულ საწყისებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

თქვენ გევალებათ ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად; ვალდებული ხართ როგორც მთავარსარდალი. ჯერ არ დამდგარა იარაღის დაყრის და საფეთქელში ტყვიის დახლის დრო. თუ და როცა დადგება, გარწმუნებთ, მარტო არ იქნებით. საკმარისად დარჩნენ თავმოყვარე ქართველები ჯერ კიდევ.

გევალებათ, რადგან თქვენი წვლილიც არის ჩვენს გამარჯვებებში და დამარცხებებშიც და ვერ მოგცემთ უფლებას, ბრძოლის ველი მანამ დატოვოთ, სანამ ყველა ტყვია არ გასროლილა და სანამ თქვენი ოფიცრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან.

გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან. ეგ ტყვია ჯერ სხვა მიმართულებით არის გასაშვები. არის მომენტები, როცა პათეტიკა შემზარავად ყალბია, მაგრამ არის მომენტებიც, როცა მოვალეობა ხდება მისი გამოყენება.

ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება. წინ კიდევ ბევრი გადამწყვეტი ბრძოლაა.

სალუტ, ბატონო პრეზიდენტო! ქართული ჯარის თადარიგის ერთი რიგითი ოფიცერი, ზურაბ გურული", - წერს ზურაბ გურული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge