png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, შიმშილობის სტატუსი არ ირღვევა - მარიამ ჯიშკარიანი

  • კომენტარები
  • 07.11.2021
  • 14:04
ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, შიმშილობის სტატუსი არ ირღვევა - მარიამ ჯიშკარიანი

ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, შიმშილობის სტატუსი არ ირღვევა , - ასე ეხმიანება ცენტრ "ემპათიას" თავმჯდომარე მარიამ ჯიშკარიანი, "მთავარ არხთან" საუბრისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს.

ჯიშკარიანის თქმით, ამ კადრების გავრცელებით, პენიტენციურმა უწყებამ კანონმდებლობა დაარღვია.

"აღნიშნულ კადრების გავრცელებით, რა თქმა უნდა, დაირღვა პაციენტის უფლებები, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, ასევე, საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი და გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტები. ეს გახლავთ, წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დებულება, ციხეების ჯანდაცვასთან დაკავშირებით, რომლებითაც ნებისმიერი ვიზუალური თუ აუდიო მიყურადება არის კატეგორიულად დაუშვებელი სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების დროს.

რაც შეეხება თვითონ რაც ვიხილეთ ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, რა თქმა უნდა, შიმშილობის სტატუსი ვერ ირღვევა და არ ირღვევა. სამედიცინო პერსონალის მხრიდან აქ არის უფლებამოსილების გადამეტება, მთელი რიგი კანონდარღვევა. თუ არ გაემიჯნება ციხის სამედიცინო პერსონალი იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის განცხადებებს, შესაბამისად, ისინი თანამონაწილეები ხდებიან დანაშაულში", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა ასახული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge