png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სად და როგორ შეგვეძლება "მწვანე პასპორტის" სტატუსის შემოწმება

  • საზოგადოება
  • 08.11.2021
  • 17:15
სად და როგორ შეგვეძლება "მწვანე პასპორტის" სტატუსის შემოწმება

რაც შეეხება აპლიკაციებს და როგორ უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ აღნიშნული სტატუსით. ეს რეგულაცია გაფართოვდა და შესაბამისად, აქამდეც მოქმედებდა და ის მოქმედებდა სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით - covidpass.moh.gov.ge, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. „მწვანე პასპორტებზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია სტატუსი მუდმივად თან ატაროს სმარტფონების მეშვეობით.

„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. 1-ელ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. „მწვანე პასპორტის“ სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან გაფართოვდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და მისი მოქმედების არეალი.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, ღია და დახურული სივრცეები ამ ობიექტების, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, 18 წლიდან იმოქმედებს ეს რეგულაცია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge