png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი - გიული ალასანია

  • კომენტარები
  • 08.11.2021
  • 21:30
ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი - გიული ალასანია

"არ გამოვრიცხავ, გლდანის ციხეში არ იყოს... ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

გიული ალასანია ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვან.

“ქრონოლოგიურად, რა ხდებოდა დღეს. საგანგებოდ ჩემი შვილიშვილი იყო ჩამოსული უტრეხტიდან, ღამე უკვე უნდა გაფრინდეს, მოგეხსენებათ, ორშაბათი მძიმე დღეა, მაგრამ ვფიქრობდი რომ ეს მარტივად მოხერხდებოდა, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა მე უნდა შევსულიყავი ციხეში. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა ძალიან სწრაფად და ოპერატიულად. ამჯერად ძაან სხვანაირად მოხდა ყველაფერი, მივედით და აღმოჩნდა, რომ ვიღაცები არიან ჩემს შვილთან და ამიტომ არ შეიძლება რომ ეგრევე შევიდეთ. მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ კონსილიუმი მიმდინარეობს, ესეც გასაგები და მისაღები იყო. შემდეგ უკვე დავინახეთ, რომ მოვიდა აკო მინაშვილი და დავინახეთ, როგორ შევიდა და გვითხრეს, რომ რაღაც გაუგებრობაა და მას შემდეგ შევალთ ჩვენ. ეს გაგრძელდა დიდხანს. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ და დავინახეთ კიდევაც, რომ გამოვიდა ბატონი პარლამენტარი და ჩვენ მაინც არავინ გვეძახის.

გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, საათამდეა ლაპარაკი და ისევ არაფერი ჩვენთან და ვიღაცამ თქვა, რომ პირადი ექიმია შესული. ესეც მისაღები იყო, თუმცა გაგვიკვირდა, მთელი ოჯახი ქვემოთ ველოდებოდით. და ასე გაგრძელდა...

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან, ღამე უკვე ჩემი შვილიშვილი უნდა გაფრენილიყო, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა მამამისი. და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან... ისედაც გამიჩნდა ეჭვი, ვფიქრობდი, რომ არ იყო გამორიცხული და გაცხადდებოდა, რომ მართლაც მიჰყავდათ კერძო კლინიკაში და უცებ აღმოჩნდებოდა გლდანში.... ცოტა ხანში უკვე ამოძრავდა ხალხი, გაირკვა, რომ ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე... სად დაიკარგა პატიმარი, - ამბობს გიული ალასანია.

დღეს, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge