png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-მა ევროპას გაუზიარა თავისი შეშფოთება უკრაინაში რუსეთის ახალი პოტენციური აგრესიის შესახებ

  • მსოფლიო
  • 12.11.2021
  • 16:12
აშშ-მა ევროპას გაუზიარა თავისი შეშფოთება უკრაინაში რუსეთის ახალი პოტენციური აგრესიის შესახებ

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა თავისი შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი, მოსკოვსა და ევროკავშირს შორის მიგრაციული კრიზისის ფონზე, შესაძლოა, განიხილავდეს უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას.

როგორც წყარომ სააგენტოს აცნობა, ეს შეშფოთება ეფუძნება ერთ-ერთ ინფორმაციას, რომელიც აშშ-ს ევროპის ქვეყნების მთვარობებისთვის ჯერ არ გაუზიარებია. "ეს ინფორმაცია გამყარებულია მტკიცებულებებით, რომელიც უკვე იქცა საზოგადოების მონაპოვრად, - წერს „ბლუმბერგი“.

თეთრ სახლში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

რუსეთი აცხადებს, რომ ჯარის განთავსება მისსავე ტერიტორიაზე, მისი შიდა საქმეა და უარყოფს რაიმე აგრესიულ ზრახვებს, ამასთან აშშ-ს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებში შავ ზღვაში, სადაც მიმდინარე კვირას ამერიკული სამხედრო ხომალდები შევიდნენ.

სააგენტო იხსენებს, რომ მსგავს შეშფოთებას ადგილი ჰქონდა გაზაფხულზეც, როდესაც აშშ-მა და ნატო-მ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების, ტანკებისა და სამხედრო ავიაციის მობილიზებაში დაადანაშაულეს. შეშფოთებამ მას შემდეგ იკლო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და შესთავაზა ერთობლივი შეხვედრა, რომელიც ივნისში გაიმართა.

პირველად, ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ გაზეთმა Washington Post-მა გაავრცელა.

გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთმა ჯარების გადაადგილება ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „დასავლეთი-2021“-ის დასრულების შემდეგ, სამხედროები დისლოკაციის ადგილზე არ დაბრუნებულან და ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაისროლეს. გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვრის სიახლოვეს ამჟამად 90 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვის განზრახვა უკრაინის საზღვართან ჯარების გააადგილებასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყება რუსეთისთვის სერიოზული შეცდომა იქნება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს, ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება, მათ შორის ლეტალური საშუალებებითაც.

ამ განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს ურჩია იმუშაოს თავის შეცდომებზე, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა კი განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმისთვის“ იარაღის მიწოდება გააღრმავებს დაძაბულობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge