png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.11.2021
  • 16:26
უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა - სალომე სამადაშვილი

უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ღიად და აშკარად შეაქცია ზურგი  საქართველოს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში, როდესაც ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება არ მისცა.

 "თანხმობა მაქვს ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ განვაცხადო, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომელთაც ექნებათ მისია, გააკონტროლონ და შეამოწმონ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში და კვლავ მოითხოვენ მასთან შეხვედრას, მაგრამ არა მხოლოდ. ამ ვიზიტის მისია, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რათა მათ ღიად განაცხადონ, რა არის ამ ხელისუფლების არჩევანი. ეს არჩევანი არის ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა, ევროატლანტიკური მომავალი.

ამასთან, დავიწყეთ უკვე მუშაობა ევროპარლამენტთან. უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რასაც ჰქვია პოლიტიკის გადატვირთვა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმით, რაც იკადრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან მიმართებაში, რომ ხელისუფლება ღიად და აშკარად ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge